5 მიზეზი Samsung Galaxy S6 Edge-ის შესაძენად

Samsung Galaxy S6 Edge ერთი შეხედვით ცოტა რამით თუ განსხვავდება ორიგინალი S6-სგან, რომელიც, ჩვენი აზრით, საკმაოდ კარგი გამოვიდა. მაგრამ ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ სწორედ Galaxy S6 Edge-ის ყიდვა ღირს.

e_5_edge_pc

1. კამერა

 e_3_edge_pc

Galaxy-ის ახალ სმარტფონებს ძალიან მაგარი კამერები აქვთ. ეს ფაქტი დიდ როლს ითამაშებს სმარტფონის შეძენისას არჩევანის Samsung-ზე შეჩერებაზე. Galaxy S6 Edge-ზე სურათის გადაღებას 0,7 წამი ჭირდება, Home-ზე ორმაგი დაჭერისას კამერა ელვისებურად ირთვება. მოთვალთვალე ავტოფოკუსი ძალიან მაგრად მუშაობს. მისი მთავარი კოზირი – სუსტად განათებულ ადგილებში გადაღებული კარგი ხარისხის სურათები!

2. დიზაინი

 e_2_edge_pc

Samsung Galaxy S6 Edge ძალიან ლამაზია. შეხედავ და ეგრევე გხიბლავს. ხელში გიჭირავს განსხვავებული და ფეშენებელური სმარტფონი, რომელიც iPhone-ს არანაირად არ გავს – მას უნიკალური დიზაინი აქვს. ხელმისაწვდომია ძალიან კარგ ფერებში. საკმაოდ კარგად გამოიყურება მწვანე ფერის ვარიანტი. ორივე მხარეზე არსებული მოღუნული ეკრანი შევსებულია დამატებითი ფუნქციებით. ჯამში აპარატი საკმაოდ ფუტურისტულად გამოიყურება.

3. ფასი

e_6_edge_pc

თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ საფულის შემოშიშვლება და ახალი Galaxy-ის შეძენა, მაშინ გირჩევთ დაამატოთ თანხა და S6 Edge იყიდოთ. არც ისე გამოდის პატარა თანხა , ასე რომ ჯობია შეიძინოთ არასტანდარტული მოწყობილობა გაფართოებული ფუნქციებით.

4. ინტერფეისი

common_SM-G925F_005_L-Front30_black

Touch Wiz ისეთი აღარ არის, როგორიც გახსოვთ. ვისაც ძველი ვერსიის გეშინოდათ, შეგიძლიათ ამოისუნთქოდ – Android 5.0 Lollipop-ზე გადასვლის შემდეგ, Touch Wiz უფრო მეგობრული გახდა მომხმარებლების მიმართ. დიზაინი გადამუშავებულია, ზედმეტი ელემენტები მოშორებულია, რომლებიც ინტერფეისს ძალიან ტვირთავდნენ.

5. აკუმულატორი

SM-G925WZKABMC-17-0

S6 Edge-ის აკუმულატორის მოცულობა – 2600 mAh, ეს 50 mAh-ით მეტია S6-ზე. კი, სხვაობა ძალიან მცირეა, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ გვერდითი ეკრანებიც მოიხმარენ ენერგიას, მაშინ კარგი სვლა არის. თუ საუბარს დავიწყებთ Samsung-ის ოპტიმიზაციაზე ენერგომოხმარების მხრივ ან დატენვის ახალ სწრაფ რეჟიმზე, მაშინ გასაგები ხდება, რომ Galaxy S6 Edge – ეს არის ერთერთი ყველაზე სიცოცხლისუნარიანი მოწყობილობა.

როგორც მიხვდით, ჩვენ Review-ში სწორედ Galaxy S6 Edge მოგვეწონა. ის არ გავს სხვა სმარტფონებს და მისი მოხრილობა იწყებს პრაქტიკულობისა და ესთეტიკურობის შეძენას.

P.S. დატოვეთ კომენტარები, გააზიარეთ პოსტი, რათა ყველამ ნახოს თავისთვის საინტერესო ინფორმაცია. რაც უფრო მეტ ადამიანს დაეხმარება ეს სტატია არჩევანის გაკეთებაში, მით უფრო დაფასდება ჩვენი ნაშრომი

კომენტარები

იყავი პირველი.გაუზიარე შენი შეხედულება სხვებს.
დაწერეთ კომენტარი
სახელი
ელ-ფოსტა
მიმოხილვა
რეიტინგი